საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის დაკომპლექტება დაიწყო. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი საარჩევნო შტაბიდან რამდენიმე პირის გადაყვანას გეგმავს. როგორც არაოფიციალურად გახდა ცნობილი, იმ პირებს შორის, რომელთაც არჩეული პრეზიდენტი საკუთარ გუნდში მოიაზრებს, არიან: ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი სიმონ პეტრედისი. აღნიშნული პირები საარჩევნო კამპანიის პერიოდში ზურაბიშვილის შტაბში მუშაობდნენ, არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი კახა სამხარაძისთვის რეგიონების მცხოვრებლებთან ურთიერთობის მიმართულების, სიმონ პედრედისისთვის კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის საკითხების ჩაბარებას გეგმავს.მათი ინფორმაციით სალომე ზურაბოშვილისგან შეთავაზება ჯერ არ მიუღიათ