საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, რაც გაკეთდა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობისთვის, მშვიდობისადმი მსახურობის კიდევ ერთი გზაა. აღნიშნულის შესახებ მან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის "ოქროს საწმისის" ორდენით დაჯილდოვების წინ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. ჯილდოს გადაცემამდე ზურაბიშვილმა მიმართა გოტმიოლერსა და დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ გოტმიოლერმა მთელი თავისი ცხოვრება მშვიდობას მიუძღვნა. მისივე თქმით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა სწორედ იმისთვისაა, რომ გააძლიეროს სტაბილურობა ამ რეგიონში