საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა. პრეზიდენტმა ახალგაზრდების ინიციატივა საჭირო და მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა და სურვილი გამოთქვა, კამპანიაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. პრეზიდენტის ინიციატივები ეხება საქართველოს ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი გამოთქვამს მზაობას, ყოველი საერთაშორისო ტრიბუნიდან ხმამაღლა გააჟღეროს მოწვევა, რათა უცხოელმა დიპლომატებს თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გაუჩნდეთ სურვილი - საქართველოში გაატარონ თავიანთი შვებულება.
ასევე, spend your summer in Georgia - ს აქტივისტებმა სალომე ზურაბიშვილს გააცნეს ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც კამპანია 4 სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.