საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.
პრეზიდენტმა ვეტერანებს დღევანდელი გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ 9 მაისი ყველა იმ ქართველის პატივისცემის დღეა, ვინც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა, განურჩევლად იმისა, ვის მხარეს იბრძოდა.