მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან, - ამის შესახებ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს.„ბოლო დღეებში 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების - თეიმურაზის და ქეთევანის, ასევე პირადად ჩემს მიმართ მოკლე ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით, სამივეს მიმართულებით გაჭღერდა „შუბლს გაგიხვრიტავ“, „თქვენს სისხლს დავლევ“... მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან: ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.