საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის, ვინც ვიზალიბერალიზაციას არაკეთილსინდისიერად იყენებს, საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯს ვნებს. აღნიშნული სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმზე "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, ზურაბიშვილმა ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება.