რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს. მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებებმა ბომბის აფეთქების ეფექტი მოახდინა და სახელმწიფოს მეთაურმა მეზობელი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებში თავს ასეთი გამოთქმების უფლება არ უნდა მისცეს. რუსული მედიის თანახმად, თბილისში პროტესტის ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაშვილმა რუსეთს მტერი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია ქვეყანაში საზოგადოების დაყოფით.