პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციას 40 ქვეყნის ლიდერი და 187 ქვეყნის 5000 დელეგატი დაესწრება, რომლებიც თანამედროვე შრომით გამოწვევებზე, ძალადობისა და შევიწროების დაძლევის საკითხებზე იმსჯელებენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.