18:49
23 იანვარი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა
01-06-2019

სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა. პრეზიდენტმა მსვლელობა სამცხე-ჯავახეთიდან, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან დაიწყო და სავარაუდოდ, სოფელ საღამოსთან დაასრულებს.
მანამდე კი მომლოცველები ფარავნის ტბასთან შეიკრიბებიან, სადაც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლნება. მსვლელობას ივერიის და ღვთისმშობლის ხატებით გაუძღვებიან.
პრეზიდენტთან ერთად, წმინდა ნინოს გზას 60-მდე მონაწილე გაივლის, რომლებიც 42 დღის განმავლობაში ივლიან მცხეთის მიმართულებით და მსვლელობას 12 ივლისს, მცხეთაში დაასრულებენ. ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ, სხვადასხვა ეპარქიის როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.
მსვლელობამდე, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ფოკას მამათა მონასტერში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ.

AutoPlay
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
დიდი ბრიტანეთი რუსეთს გაფრთხილებას უგზავნის
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ლისის ტბაზე "ბედნიერების ვექტორი 2022"-ის პირველი, სადებიუტო მსვლელობა-მარათონი გაიმართა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მოგიწოდებთ, არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
აგრესია დასრულდება მაშინ, როცა დასავლეთი რუსეთს გაუგზავნის მკაფიო სიგნალს: "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, არასდროს დაგიბრუნდებათ" - დმიტრო კულება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები