საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, უმწვავესი საკითხევის გადაწყვეტა მოითხოვს პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას და მათი პოზიციის დაფიქსირებას.
პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციის მონაწილეობა პროცესებში აუცილებელია იმისთვის, რომ პოპულიზმთა და მოკლევადიანი პოლიტიკური ლოზუნგებით კიარა, შეჯერებული პოზიციებით და გონივრული კომპრომისებით გადაწყდეს ქვეყნის სამომავლო პროიორიტეტები.