საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძესა და მოსამართლეებს შეხვდა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში განაცხადეს, ეს არის პრეზიდენტის საკონსტიტუციო სასამართლოში პირველი ვიზიტი, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა. სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაათვალიერა სასამართლოს სხდომათა დარბაზი და საქართველოს კონსტიტუციის პირველი რესპუბლიკის ამსახველი ფოტო გამოფენა.