"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ "ტვიტერზე" პრეზიდენტ ტრამპის პოსტის გაზიარება საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას საზიანოდ და არასწორად მიაჩნია საქართველოს მხრიდან ამერიკის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ბაქრაძის შეფასებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი.
უმრავლესობა კი ამ საკითხზე აჟიოტაჟის ატეხვას გაუგებარს უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე, დონალდ ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც იგი ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.