17-19 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში.როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.დაგეგმილია შეხვედრები იუნესკო-ს გენერალურ მდივანთან, სენატის პრეზიდენტთან. იგეგმება სხვა არაერთი შეხვედრა, ასევე ინტერვიუები "ლე მონდთან", "ფრანს 24"-თან, სხვა მედიასაშუალებებთან.გარდა ამისა, პრეზიდენტი შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.20-21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.