პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო კონფლიქტის მოგვარების პროცესში საფრანგეთის ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის განახლებასა და გაძლიერებას.
ამასთან, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმს გახსნის, სადაც 700-მდე ევროპელ მეწარმეს სიტყვით მიმართავს და საქართველოს ევროპულ მომავალზე გაამახვილებს ყურადღებას.