თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის განახლების საფუძველი რუსეთის პოზიციის ცვლილება შეიძლება გახდეს. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობა არ შეიძლება აგებული იყოს იძულებაზე.
"როდესაც ჩვენ დავინახავთ მკაფიო სიგნალებს ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მზად ვიქნებით დიალოგისთვის მომავალში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.