პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, მათი მოთხოვნები ხალხის წინაშე მშვიდობიანი არჩევნების გზით დააყენონ და საზოგადოების პასუხს დაელოდონ.
"ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.