სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება და მხარეებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება და მხარეებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს

2020-10-10 14:28:42+04:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება და მხარეებს დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდებს. „მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მივესალმები და მხარეებს სამშვიდობო დიალოგის განახლებისკენ მოვუწოდებ. ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია ჩვენი რეგიონისთვის,“- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა.