საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილმა გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვინით შეამკო.გარდა ამისა, არჩეულმა პრეზიდენტმა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და მერაბ კოსტავას საფლავები გვირგვინით შეამკო.ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში მივიდა, სადაც ლოცვას დაესწრო.