პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეთა იმ ნაწილს პასუხობს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვას, დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას უკავშირებს. პრეზიდენტის თქმით მას ძალიან უკვირს იმ ადამიანების, რომლებიც თვლიან, რომ მისი დავით გარეჯში მისვლა რაღაც პროვოცირების ნაწილია ზურაბიშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული საკითხის დროულად გადაწყვეტის აუცილებლობაზეც საუბრობს.