მე როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე, არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, კითხვები ყოფილი ხელისუფლების მიმართ უნდა დაისვას, რადგან "ბოლოს და ბოლოს ჩვენს წარსულზე, ჩვენი ხელისუფლების დანაშაულებზე ვიცოდეთ რეალობა".