16:49
24 იანვარი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სალომე ზურაბიშვილი - მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს პოზიცია რომელიმე მოსამართლის მიმართ, არც იმის მიმართ, თუ როგორ უნდა შეიქმნას სია
11-01-2019

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება პრეზიდენტმა რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია გამოხატოს.

"რაც შეეხება იმას, თუ რა არის რომელიმე მოსამართლის მიმართ ჩემი პოზიცია, მე არ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში და არც პოზიციაში, ამიტომ ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება, რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც შეიძლება თქვენც და ბევრმა სხვამაც იცით. მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს პოზიცია რომელიმე მოსამართლის მიმართ, არც იმის მიმართ, თუ როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელიც უზენაეს სასამართლოს დააკომპლექტებს. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ რაც ეხება უზენაეს სასამართლოს, ის ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ რისკს. ამდენად, ეს ყველაფერი მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მე მივესალმები იმას, რომ ის, რაც აღმოჩნდა საზოგადოებისთვის აჩქარებული პროცედურად, დღეს არის გადატანილი სხვა ფორმატში და ვიმედოვნებ, რომ ეს მისცემს ყველას დროს, იმისთვის, რომ გაიაზრონ კრიტერიუმები და ეს ყველაფერი იყოს ისე ჩატარებული, რომ ამ პროცედურების შედეგად საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი ნდობა სასამართლოს მიმართ" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

AutoPlay
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოში დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა
გამოქვეყნდა 48 წუთის წინ
კრემლის განცხადებით, ვენესუელის ლეგიტიმური პრეზიდენტი ნიკოლას მადუროა
გამოქვეყნდა 50 წუთის წინ
ნატახტართან ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სასამართლომ უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფოს ღალატში დამნაშავედ ცნო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლებისას პოლიციასთან შეტაკებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები