საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვების კამპანიას ბათუმში აგრძელებს. როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო კანდიდატმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 25 923 ხელმოწერა 8 სექტემბრამდე უნდა წარუდგინოს.საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციები ჯერ არ ჰქონია. მისი თქმით, როდესაც "ქართული ოცნება" მასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, კონსულტაციები მხოლოდ ამის შემდეგ შედგება.