სალომე ზურაბიშვილი ხელფასზე უარს ამბობს - პრეზიდენტი ფრანგული პენსიით იცხოვრებს. ამბობს რომ ის საკუთარ ხელფასს სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეგიდით შეიქმნება. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მისი შემოსავალი საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობით დაგროვებული ინდივიდუალური პენსია იქნება.