"იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი"- ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის თელავში ჩატარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის არავიზე გაბუტული არ არის, მათ შორის არც მათზე, ვინც არჩევნებზე მხარი სხვა კანდიდატს დაუჭირა.