სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა

2019-02-20 16:13:36+04:00

ბერლინში, ბელვიუს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ბელვიუს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა.პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც. ვიზიტის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართავს შეხვედრას, ასევე დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენციაც. შეგახსენებთ, რომ მანამდე სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით სფრანგეთს სტუმრობდა.