საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით დღეს მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა თბილისის დროით 19:00-20:30 სთ-ის შუალედში არის დაგეგმილი.
სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერს სესიაზე გენერალური დებატების დროს მიმართავს. წელს გენერალური დებატების მთავარი თემა არის სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისთვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზება.