საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სამძიმარს უცხადებს.„ვუსამძიმრებ ემანუელ მაკრონს და სრულიად საფრანგეთს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობა და ასევე, სიმამაცის დადასტურებაა. საქართველო განაგრძობს საჰელის რეგიონში სტაბილურობისათვის გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, რომ მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცი ფრანგული დანაყოფის წევრი იყო, რომელიც მალისა და ბურკინა-ფასოს საზღვარზე, ტყეშია დისლოცირებული.