სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს წევრი ქვეყნების ქალ ელჩებს შეხვდა და გამოფენა „ქალები მშვიდობისთვის“ დაათვალიერა, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალს, ავსტრიის სამშვიდობო საზოგადოების დამფუძნებელსა და მწერალს, ბერტა ფონ ზუტნერს ეძღვნებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა და ქალ ელჩებს საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული საფოსტო მარკა „ბერტა ფონ ზუტნერი“ საჩუქრად გადასცა და სიტყვით მიმართა.
ეუთო-ს გენერალური მდივანმა საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისთვის და გამოფენის მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა.