საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. პირისპირ შეხვედრა, ელისეის სასახლეში შედგა. რის შემდეგაც ზურაბიშვილმა და მაკრონმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მანამდე სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს, ჟერარ ლარშეს, შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში შექმნილი ვითარება იყო. საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას 17 თებერვალს ეწვია. 20-21 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი ვიზიტს უკვე გერმანიაში განაგრძობს.