საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში დღეს დაიწყება.როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა.ბაქოში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს და საქმიანი წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდება.საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.