პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის თქმით, დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება.
ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, 11 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობის" აღიარებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები.
ზურაბიშვილი ასევე შეეხო ოკუპაციის თემასაც. მან განაცხადა რომ მიუხედავად ოკუპაციით შექმნილი პრობლემებისა, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ გადაჭრას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ბიზნეს-ინტერესების პრობლემები.