სალომე ზურაბიშვილი კარიერისტია. დიდი ალბათობით, პრეზიდენტობა იმისთვის სჭირდება, რომ ტრამპლინად გამოიყენოს, რომელიმე დიდ საერთაშორისო ორგანიზაციაში გადახტეს ხელმძღვანელად. ყოველთვის კარიერისტი იყო. სიტყვები მომწონს, CNN-ზე მისი ინტერვიუ მომწონს, მაგრამ ქმედებებს ვერ ვხედავ, სად არის ეს ქმედებები? - ამის შესახებ ჭავჭავაძის ცენტრის ანალიტიკოსმა გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
გია ჯაფარიძემ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მას არ აქვს ფიქრის საფუძველი, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს.