03:01
24 იანვარი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სალომე ზურაბიშვილი - არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას
14-01-2021

არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება.

"მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება. საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით. ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას. მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა", - აცხადებს პრეზიდენტი.

AutoPlay
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
„თავისუფლება ნავალნის!“ - აქციები რუსეთის მასშტაბით და ასობით დაკავებული დემონსტრანტი
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გიგი უგულავა - შეუძლიათ დეპუტატებს შეუწყვიტონ უფლებამოსილება და გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
შსს-ს ინფორმაციით, გიგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას უფლება აქვს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები