ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ავუხსენი, რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა და როგორ არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოპონენტები ევროპაზე ბევრს საუბრობენ, მაინც ვერ გაიგეს, რას ნიშნავს ევროპული სტილის კამპანია.ცნობისთვის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გეერტ არენს შეხვდა.