სალომე ზურაბიშვილი 59.56%, გრიგოლ ვაშაძე 40.44% - ცესკომ ხმათა 99.7% დათვალა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი 59.56%, გრიგოლ ვაშაძე 40.44% - ცესკომ ხმათა 99.7% დათვალა

2018-11-29 08:03:06+04:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 99, 7 %-ის დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,56 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40 44 %-მა. ამ ეტაპზე 3 705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3683 ჩვეულებრივი და 11 სპეცუბანი. რაც შეეხება შედეგებს კონკრეტული ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1 146 063 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი - 778 167. 2222 ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის 10-ვე საარჩევნო ოლქში არჩევნები მმართველი