სალომე ზურაბიშვილს საკუთარი საარჩევნო შტაბის გახსნა აქციისა და შეძახილების ფონზე მოუწია. საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელმაც საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართა საპროტესტო აქციის მონაწილეები დახვდნენ. შეკრებილები დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ. ისინი სალომე ზურაბიშვილს სტვენით დახვდნენ.საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო პროგრამაც წარადგინა. ის ასევე გამოეხმაურა მის განცხადებებთან დაკავშირებით ცალკეული პოლიტიკოსების და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებებს. საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ოპონენტები მის განცხადებებს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ.