ლექსო ლაშქარავას უფლებები კიდევ ერთხელ ირღვევა, როცა შსს პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევა მის წინააღმდეგ, მისი გარდაცვალების შემდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ძალადობას ახალისებს, თანამდებობაზე ვერ დარჩება.