„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნა რეალურად ოპოზიციის დახმარება იქნება. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძეს საზოგადოების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება აქვს და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნა ოპოზიციას მმართველი გუნდის არჩევნებში დამარცხებაში დაეხმარება.