„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილმა ცესკოს თავმჯდომარეს სალომე სამადაშვილს სიტყვით მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას ითხოვს. როგორც სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცესკო ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ახალ დადგენილებებს, რომელიც სჭირდება „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ კომფორტულად გააყალბოს საპარლამენტო არჩევნები.
სამადაშვილის თქმით, იმისთვის რომ არჩევნებს ჰქონდეს ლეგიტიმურობის პრეტენზია, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იყოს ერთადერთი მიზნით, რომ უზრუნველყოს ყველა საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დაცვა.