"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშავილი გუგუტიანთკარში საუკუპაციო საზღვართან ჩავიდა. როგორც სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო დღის წესრიგიდან ოკუპაციის თემა ფაქტობრივად გამქრალია და შესაბამისად, რუსეთს არც ერთხელ არ მოუწია არანაირი ფასის გადახდა იმაზე, რაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას.
ამასთან, სამადაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები რეაგირებას არ ახდენენ იმ ვითარებაზე, რაც დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე და სოფლებში ხდება და შედეგად რუსეთი "დაუსჯელად ახორციელებს საკუთარ მიზნებს".