სალომე სამადაშვილი ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს „ნებისმიერი აქციის მოთხოვნები, შესაბამისად, უნდა იყოს გამაერთიანებელი, შედეგზე ორიენტირებული, არ უნდა აფრთხობდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს და არ უნდა შეყავდეს სიტუაცია ჩიხში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის არალეგიტიმურობის გზავნილი და გრიგოლ ვაშაძის გამოცხადება საქართველოს პრეზიდენტად ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. დემოკრატიის დასაცავად ჩვენს ქვეყანაში საჭიროა ფართო გაერთიანება, პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ზეწოლა ივანიშვილზე“. _ ამბობს სამადშვილი. შეგახსენებთ, გუშინ სალომე სამადაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ „მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს“.