პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ანგარიშს მოუსმინეს და სხდომის დახურვაზე მსჯელობენ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილსმიმართა, რომ კომიტეტების სხდომა ღია უნდა იყოს, რადგან მას აქვს კითხვები, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც მედიამ, ასევე საზოგადოებამ მოისმინოს.
ამასთან სამადაშვილმა სესიაშვილს ოპოზიციასთან საუბრისას ტონის შერჩვისკენაც მოუწოდა.