Disney+-მა ანიმაციური ფილმის, Monsters, Inc.-ის სპინოფ სერიალის — Monsters At Work-ის პირველი თიზერი გამოუშვა. როგორც თიზერიდან ჩანს, ახალ სერიალში ძველი გმირები — სალი და მაიკი ბრუნდებიან, რომლებიც კომპანიას უხელმძღვანელებენ. თიზერი ძველ გმირებთან ერთად ახალ პერსონაჟებსაც წარმოგვიდგენს.ანიმაციური სერიალის პრემიერა Disney+-ზე 2 ივლისს შედგება.