6 თებერვალს საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" და "ავერსის კლინიკამ" ტრადიციულად განაახლეს მემორანდუმი საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან, რომლის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრების და ვეტერან სპორტსმენების ჯანმრთელობაზე იზრუნოს.
მემორანდუმის თანახმად, ავერსის კლინიკაში მისული ვეტერანი თუ მოქმედი სპორტსმენი ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებას და სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტებს სრულიად უფასოდ მიიღებს. სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია „ავერსის“ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღსანიშნავია,რომ მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა ისარგებლეს 992 178.50 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 520 516.80 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა შეადგენს 1 512 695.30 ლარს.