სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია "ავერსის" პრიორიტეტი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ფონდმა „ავერსი“ და „ავერსის კლინიკამ“ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლეს. მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.