ყოველწლიურად მილიარდ სამასი მილიონი ტონა საკვები პროდუქტი ფუჭდება და იყრება. ამ პრობლემის გადასაჭრელად აშშ-ში შექმნეს ჭკვიანი კონტეინერი, რომელიც მომხმარებელს ეხმარება შეამციროს საკვების გაფუჭების შემთხვევები და დაზოგოს თანხა.ჭკვიანი კონტეინერის იდეა ჩიკაგოში დაფუძნებულ სტარტაფ Ovie-ის ეკუთვნის, კონტეინერი სპეციალური სისტემის წყალობით გაცნობებს თუ რომელ საკვებ პროდუქტს გასდის ვადა და გთავაზობს საჭმლის რეცეპტებსაც, რომელიც შეიძლება იმ პროდუქტებისგან დაამზადო, რომელიც ფუჭდება.კონტეინერს ასევე აქვს ჭკვიანი ღილაკი, რომელიც იცვლის ფერს მწვანიდან წითლამდე, იმის მიხედვით, თუ რამდენად ახალია განთავსებული პროდუქტი. მსგავს იდეაზე მუშაობს ლონდონში მდებარე კომპანიაც, რომელიც მაცივარში მსურველს FridgeCam-ს დამონტაჟებას სტავაზობს. კამერა მომხმარებელს აპლიკაციის წყალობით ნებისმიერი ადგილიდან აძლევს საშუალებას დაათვალიეროს თუ რა აქვს მაცივარში. აღნიშნულ მოწყობილობაზე უკვე მილიონზე მეტი შეკვეთაა ევროპის მასშტაბით. FridgeCam-ი იღებს ფოტოებს მას შემდგე რაც კარი იკეტება. შედეგად თუ მაგალითად თქვენ ხართ მაღაზიაში და არ გახსოვთ რა გაქვთ სახლში საჭმელი, შეგიძლიათ აპლიკაციის წყალობით დათვალიეროთ მაცივარში მდებარე პროდუქტები.