2022 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტი შემცირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში ქვეყნიდან, 260,887 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 268,589 მლნ აშშ დოლარის.
იმ საკვები და სასმელი პროდუქტების ათეულს შორის, რომელიც 2022 წლის იანვარ-აპრილში ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდა საქართველომ ლიდერობს : ყურძნის ნატურალური ღვინოები - 60,392 მლნ აშშ დოლარით, მას მოსდევს მინერალური და მტკნარი წყლები - 38,358 მლნ აშშ დოლარის ექსპორტით, მე-3 ადგილზეა ეთილის სპირტი არადენატურირებული - 29,016 მლნ აშშ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი თხილი და სხვა კაკალი და წყლები, შაქრის დანამატების შემცველობით იკავებენ, რომელთა ექსპორტმაც შესაბამისად, 28,075 მლნ და 16,513 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ვაშლი, მსხალი და კომში და ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის.