17:55
15 დეკემბერი, 2017, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"საკუთარი ოჯახი არ ჰყავს" - ვინ არის ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო
04-08-2017

ავღანეთში დაღუპულ 25 წლის ახალგაზრდას სამშობლოში კვირას გადმოასვენებენ. მდინარი ბებიაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნის მკვიდრია.
როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ბებიაშვილი ავღანეთში მისიით მესამედ იმყოფებოდა.
„უკვე მესამედ იმყოფებოდა ავღანეთში. ოქტომბერში უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. წინა დღეს ესაუბრა დედას და უთხრა, რომ საშიში არაფერი იყო. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. აპრილში წავიდა და ოქტომბერში მშვიდობით დაბრუნებას ელოდებოდა. ძალიან ცუდ დღეში ვართ", - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა.
მომხდარი თავდასხმისას ასევე დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

teo
05-08-2017
ნათელში იყოს მისი სული, უკვე მერამდენე ქართველი იღუპება სხვის მიწაზე ... მიზეზი ერთია,მატერიალური გაჭირვება, ასე რომ არ იყოს იქ მდიდრების შვილებიც წავიდოდნენ....
ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
AutoPlay
შსს-ში საკადრო ცვლილებები დაიწყო - გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის სამივე მოადგილემ განცხადება დაწერა
გამოქვეყნდა 23 წუთის წინ
"ლეოგრანდში" ხანძრის გაჩენის საქმეზე სასტუმროს მფლობელი დაიკითხა
გამოქვეყნდა 25 წუთის წინ
"სუპი, ლობიო და წიწიბურა სოსისით" - საკრებულოს წინ გაშლილი სუფრა და "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი
გამოქვეყნდა 37 წუთის წინ
დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა - საკრებულოში თბილისის მერიც მივიდა
გამოქვეყნდა 46 წუთის წინ
საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გიორგი გახარიამ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სხვა სიახლეები