„პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ მედიის წარმომადგენლების ცემისა და მათზე თავდასხმის ფაქტებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება. მისი თქმით, არამხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში რაც მათ შეეძლოთ.
მინისტრის განმარტებით, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, არამც თუ რომელიმე მინისტრი, არამედ ადამიანი, ვინც ძალადობას არ ემიჯნება.
შეგახსენებთ რომ, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა, სადაც იმყოფებოდნენ სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი. აქციის მიმდინარეობისას არაერთი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს.