საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროგრამა, პერსონალური ინფლაციის კალკულატორი შექმნა. ახალი პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ინფლაციის მაჩვენებელი პირადი ხარჯების გათვალისწინებით გამოიანგარიშოს. პერსონალური ინფლაციის პროგრამა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში უკვე აპრობირებული პრაქტიკაა.